მოსკოვში საინკასაციო მანქანაზე თავდასხმა მოხდა, ერთი თავდამსხმელი დაიღუპა (ვიდეო)

 მოსკოვში, რიმსკი-კორსაკოვის ქუჩაზე „რუსეთის ფოსტის“ შენობასთან ინკასატორებზე თავდასხმა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და ფულის გატაცება სცადეს.
ინკასატორებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ერთი თავდამსხმელი დაიღუპა.
ერთ-ერთი ინკასატორი მძიმედ დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყაჩაღებმა ფულის გატაცება ვერ შეძლეს. ამჟამად მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. მომხდარი უსაფრთხოების ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები