„ტოშიბას“ გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

იაპონური კომპანია „ტოშიბას“ გენერალური დირექტორი სიგენორი სიგა თანამდებობიდან გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კომპანიამ რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზარალი 3,44 მილიარდ დოლარს შეადგენს. „ტოშიბას“ პრობლემები მისი ამერიკული ფილიალის, კომპანია “Westinghouse Electric”-ის მიერ 2015 წელს კომპანია “Chicago Bridge & Iron”-ის შეძენამ გამოიწვია, რომელიც ატომური ელექტროსადგურების მშენებლობით არის დაკავებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ კომპანიის საბაზრო ღირებულება მოსალოდნელზე დაბალი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები