დიდი ბრიტანეთის დედოფალმა კიბერუსაფრთხოების ცენტრი გახსნა (ფოტოკოლაჟი)

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ლონდონში კიბერუსაფრთხოების ნაციონალური ცენტრის (NCSC-ის) შტაბბინა გახსნა. ცენტრის მიზანია დიდი ბრიტანეთის სრულყოფილი დაცვა კიბერშეტევებისგან და ამ ტიპის ინციდენტების შემთხვევაში, სხვა უწყებებთან მოქმედებების კოორდინაცია.
„ჩვენ გვსურს, რომ დიდი ბრიტანეთი რთული სამიზნე გახდეს ჰაკერული შეტევებისთვის“ განაცხადა NCSC-ის ხელმძღვანელმა, კირან მარტინმა „ბი ბი სი“-სთან ინტერვიუში. მისი ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა სტრუქტურაზე კიბერშეტევები თვეში 60-ჯერ ხდება. ბოლო სამ თვეში კი 188 მსგავსი თავდასხმა მოხდა. სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების კიბერუსაფრთხოება დიდი ბრიტანეთისთვის სერიოზული პრობლემაა. ციფრულ ტექნოლოგიებს დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტში ყოველწიურად 118 მილიარდი ფუნტის მოგება მოაქვს.

_94636004_mediaitem94636003

_94636009_mediaitem94636005

_94639547_037892408-2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები