რუსეთის სასამართლომ მოსკოვში ტერაქტის მომზადებისთვის სამი პირი გაასამართლა

მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ ასლან ბაისულტანოვი, მოხმად მეჟიდოვი და ელმარ აშაევი მოსკოვში ტერაქტის მომზადებაში და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სასამართლომ ბაისულტანოვს 14-წლიანი პატიმრობა და 400 ათასი რუბლის ჯარიმა მიუსაჯა. აშაევს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მეჟიდოვს – სამწლიანი პატიმრობა.
გამოძიების ინფორმაციით, ბაისულტანოვი და აშაევი 2013 წელს სირიიდან რუსეთში დაბრუნდნენ. ისინი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდნენ. ეს პირები მოსკოვში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. ამისთვის მათ იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიძინეს.
მეჟიდოვი აშაევს და ბაისულტანოვს იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვაში ეხმარებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები