თურქეთის პოლიციამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 600 წევრი დააკავა

თურქეთის პოლიციამ, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 600 წევრი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
სპეცოპერაცია თურქეთის 25 პროვინციაში ჩატარდა. ეს პირები ორშაბათსა და სამშაბათს დააკავეს.
ცნობისთვის, 2015 წლის ივლისში, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის კონფლიქტის განახლების შემდეგ, 900 სამხედრო და პოლიციელი და 300 სამოქალაქო პირი დაიღუპა. თავის მხრივ, თურქეთის გენერალური შტაბი ამ პერიოდში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 10 ათასი წევრის განადგურების შესახებ იუწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები