რიკარდ იოზვიაკი – ე.წ. შეჩერების მექანიზმი ავტომატურად ამოქმედდება 24 საათში

საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის ე.წ. შეჩერების მექანიზმი 24 საათში ავტომატურად ამოქმედდება. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა ტვიტერში დაწერა. მისი თქმით, შეჩერების მექანიზმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება ავტომატურად, თუ ევროპარლამენტის არც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარება არ მოითხოვა.16780481_10207962131242755_200727406_n
რამდენიმე დღის წინ, იოზვიაკმა დაწერა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხზე ყველა პროცედურა თებერვლის ბოლომდე დასრულდება და ის, შესაძლოა, მარტის ბოლოდან ამოქმედდეს. რაც შეეხება უკრაინას, უვიზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 2 ივნისიდან დაიწყება,.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს მოსახლეობისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება 2 თებერვალს მიიღო.
16735954_10207962131202754_339239784_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები