ავსტრიაში ადოლფ ჰიტლერის „ორეული“ დააკავეს

ავსტრიაში 25 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ცდილობდა ნაცისტური გერმანიის ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს დამსგავსებოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ჰარალდ ჰიტლერს უწოდებდა, ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში, ჰიტლერის სახლთან ფოტოებს იღებდა.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა „ბი-ბი სის“ აცნობა, რომ დაკავებული მამაკაცი ცოტა ხნის წინ გერმანიის საზღვარზე მდებარე ქალაქში გადაიყვანეს. მანამდე ის ვენაში და გრაცში იმყოფებოდა.
ნაცისტური იდეების გავრცელება ავსტრიაში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები