ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში – მაიკლ ფლინი თანამდებობიდან გადადგა. მან აღიარა, რომ გასული წლის დეკემბერში მას და რუსეთის ელჩს შორის შემდგარი საუბრის შესახებ სრული ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია და დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა. ფლინი ამ თანამდებობაზე გენერალმა ჯოზეფ კელოგმა შეცვალა.

მაიკლ ფლინსა და აშშ-ში რუსეთის ელჩს შორის საუბარი გასული წლის დეკემბერში შედგა. თავდაპირველად, ყოფილი გენერალი უარყოფდა, რომ სერგეი კისლიაკს სანქციების შესაძლო გაუქმების შესახებ ესაუბრებოდა. იმავეს აცხადებდა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, თუმცა მოგვიანებით, ფლინმა აღიარა, რომ სანქციების თემა მართლაც განიხილებოდა. გაზეთ “Washington Post”-ის ინფორმაციით, მაიკლ ფლინის და კისლიაკის კონტაქტების შესახებ თეთრ სახლს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ აცნობა. ამ უწყებაში შიშობდნენ, რომ ფლინი, შეიძლებოდა, რუსეთის მხრიდან შანტაჟის ობიექტი გამხდარიყო. ეს ინფორმაცია “Washington Post”-ს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

_94622903_mediaitem94622902

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები