მექსიკაში ტრამპის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მექსიკაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები დონალდ ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ყველაზე ხალხმრავალი მიტინგები მეხიკოსა და გვადალახარაში გაიმართა.
„გაუმარჯოს მექსიკას, ძირს ტრამპი!“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები. აქციაში სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მექსიკასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გამწვავდა. ტრამპმა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ განაცხადა.