„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ავიადარტყმის დროს დაიჭრა
ტერორისტული დაჯგუფების – „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი ერაყში ავიადარტყმის დროს დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა “Al Sumaria” იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ავიადარტყმა ანბარის პროვინციაში განხორციელდა. ალ-ბაღდადი იქ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებთან შესახვედრად ჩავიდა. ავიადარტყმა დაზვერვის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.
ალ ბაღდადის გარდა, ტერორისტული დაჯგუფების სხვა წევრებიც დაიჭრნენ.
2016 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის შესახებ ინფორმაციისთვის 25 მილიონი აშშ დოლარის ჯილდო დააწესა.