თეთრი სახლი მაიკლ ფლინის და რუსეთის მაღალჩინოსნების კონტაქტებს სწავლობს

თეთრი სახლის მაღალჩინოსნები აშშ-ის უშიშროების საკითხებში მრჩევლის მაიკლ ფლინის და რუსეთის მაღალჩინოსნების კონტაქტებს სწავლობენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლინი და რუსეთის ელჩი აშშ-შ სერგეი კისლიაკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გაუქმებას განიხილავდნენ. ეს საუბარი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე შედგა. ამის შესახებ გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა. თავად ფლინი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი რუსეთის ელჩთან სანქციების საკითხის განხილვის ფაქტს უარყოფენ.
მაიკ ფლინი საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის თანამებრძოლი იყო, თუმცა ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე ექსპერტები მას სკეპტიკურად უყურებენ, ვინაიდან რუსეთთან გარკვეული კონტაქტები აქვს. სააგენტო “ასოშიეტედ პრესი” იუწყება, რომ დონალდ ტრამპი შექმნილი მდგომარეობით შეშფოთებულია, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოიფიქრა, რა გადაწყვეტილება მიიღოს მაიკლ ფლინთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები