ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება იუწყება, რომ ორშაბათს ჩატარებული კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ი ბი სი“ იუწყება.
ჩრდილოეთ კორეის მედიის ინფორმაციით, რაკეტის გამოცდას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა კვირასაც გაუშვა. ის იაპონიის ზღვის მხარეს გაფრინდა და 500-მდე კილომეტრი იფრინა. სამხრეთ კორეის სამხედროები ვარაუდობენ, რომ ეს „როდონის“ ტიპის რაკეტაა.
ჩრდილოეთ კორეის ეს ქმედებები ევროკავშირმა, აშშ-მა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და რუსეთმა დაგმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები