თურქმენეთის პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 98% მიიღო
თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 98% მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბერდიმუჰამედოვი პრეზიდენტი 2006 წელს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის, საპარმუტად ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ გახდა. ის თურქმენეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე მესამედ აირჩიეს.