რუსეთში, ალტაის რესპუბლიკაში ვერტმფრენ „რობინსონის“ ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს
რუსეთის ფედერაციის ალტაის რესპუბლიკაში დღეს დილიდან ვერტმფრენ „რობინსონის“ ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. ის კვირას ტელეცკის ტბის სიახლოვეს ჩამოვარდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერი. მაშველებმა ამ დროისთვის ერთი ცხედარი აღმოაჩინეს.
ამჟამად სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 250 ადამიანი მონაწილეობს. ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ გადარჩენილი ადამიანების პოვნის ალბათობა ძალზე დაბალია.