აშშ-ში ცნობილი ჯაზმენი ელ ჯერო გარდაიცვალა
ცნობილი ამერიკელი ჯაზის მომღერალი, ელ ჯერო ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ახლობლები იუწყებიან.
ჯაზმენის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა, როგორც ცნობილია, მას დიდი ხნის განმავლობაში სუნთქვისა და გულის პრობლემები ჰქონდა.
ელ ჯერო პოპულარული გასული საუკუნის 70-იან წლებში გახდა. მისი საშემსრულებლო მანერის თავისებურება იყო შესანიშნავი იმპროვიზაციები და ხმის იმიტაციები.
2001 წელს მომღერალს ჰოლივუდის „დიდების ხეივნის“ ტერიტორიაზე ვარსკვლავი გაუხსნეს.