აშშ-ის ყველაზე მაღალი დამბის მიდამოებში ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ ოროვილის დამბის მიდამოებში მოუწოდა მოსახლეობას, რომ მათ თავიანთი საცხოვრებელი სახლები დატოვონ. აშშ-ის ყველაზე მაღალი დამბის მახლობლად  დატბორვის საფრთხე არსებობს.
საგანგებო სიტუაცია წყლის ავარიული ვარდნის არხის დაზიანებამ გამოიწვია. ძლიერი წვიმების შედეგად, ოროვილის წყალსაცავში წყლის დონე  კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და მისი დაწევა ავარიული არხის დაზიანების გამო, ვერ ხერხდება.
იმ შემთხვევაში, თუ ავარიული ვარდნის არხით წყალსაცავიდან წყლის გაშვება ვერ მოხერხდა, წყალი შეიძლება დამბაზე გადმოვიდეს და წყლის ვარდნის გაკონტროლება ვეღარ მოხერხდება.
ქალაქ ოროვილში მცხოვრებ 16 ათას ადამიანს ხელისუფლება ევაკუაციას ურჩევს. ეს ოროვილის დამბის 50-წლიანი არსებობის პერიოდში, მოსახლეობის ევაკუაციის პირველი შემთხვევაა.

_94606470_dam

_94607276_dam3

_94607280_dam4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები