ჰამბურგის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა
ჰამბურგის აეროპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. ასობით ადამიანს შენობის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც 50 -მდე ადამიანი უცნობი ტოქსიკური ნივთიერებით მოიწამლა. მათ სუნთქვის უკმარისობა და თვალების წვა აწუხებდათ.
მომხდარის გამო ასობით მგზავრს აეროპორტის შენობის გარეთ, ყინვაში დგომა მოუხდა. ერთი საათის შემდეგ, მგზავრები შენობაში შეუშვეს, მაგრამ მგზავრთა კონტროლის ზონა კვლავაც დახურულია.
ამ დროისთვის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა. მაშველები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდება. მომხდარის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.