პარიზში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

 პარიზის გარეუბანში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
საპროტესტო აქციის საფუძველი გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლებმა აფრიკელი მიგრანტის მისამართით სექსუალური ხასიათის ძალადობა ჩაიდინეს.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციის მონაწილეებმა ჟანდარმერიის შენობა და ავტობუსების გაჩერებები დააზიანეს. სამართალდამცავის მიერ აფრიკელი ახალგაზრდა მიგრანტის გაუპატიურების ფაქტი სავარაუდოდ, 2 თებერვალს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები