რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სენატორ მაკკეინს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტის დირექტორი ზამირ კაბულოვი ამერიეკლი სენატორის განცხადებას რუსეთის მიერ მოძრაობა „თალიბანის“ მხარდაჭერის შესახებ სიცრუეს  უწოდებს.
„ეს არის ტყუილი, სრულიად არაადეკვატური განცხადება. მაკკეინმა გააგრძელა ის განცხადება, რომელიც ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა ჯონ ნიკოლსონმა გააკეთა. ეს არის საკუთარი წარუმატებლობის ახსნის სურვილი, ვინაიდან აშშ-მ ამ ქვეყანაში მდგომარეობის დასტაბილურება ვერ მოახერხა“ – განაცხადა კაბულოვმა.
შეგახსენებთ, რომ სენატორმა მაკკეინმა რუსეთი ავღანეთის კონფლიქტში ჩარევასა და რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მაკკეინის აზრით, რუსეთი ცდილობს ჩაშალოს აშშ-ის და კოალიციის მიერ ამ ქვეყანაში კონფლიქტის მოგვარების მცდელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები