დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პლაჟზე 360 კგ. კოკაინი იპოვეს

დიდი ბრიტანეთის ნორფოლკის საგრაფოში, ერთ-ერთ პლაჟზე 360 კილოგრამი კოკაინი იპოვეს. შავ ბაზარზე მისი ფასი 62 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ჩანთებში ჩალაგებული კოკაინის შეკვრები ადგილობრივმა მკვიდრმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ კონტრაბანდისტები ნარკოტიკების პარტიის ჩატანას სხვა ადგილას გეგმავდნენ, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, ის ზღვაში ჩააგდეს,  შემდეგ კი ტალღებმა ჩანთები ნაპირზე გამორიყა.

_94259779_a8f6228a-ca5a-4971-93cd-02079ada59a3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები