პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს (ვიდეო)
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო ავარიაში მოყვა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ იუწყება.
ავარია ქალაქ კრაკოვის მახლობლად მოხდა. მეორეხარისხოვანი გზიდან მომავალი Fiat Cinquecento ავტოკოლონის სწორედ იმ მანქანას დაეჯახა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა.
ავარიის დროს დაზიანება მიიღო ასევე პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელმა. მან ფეხი მოიტეხა.