საკონსტიტუციო ცვლილებებზე თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართება

16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. ამ რეფერენდუმზე გადაწყდება ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების საკითხი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სადი გიუვენის განცხადებით, სააგიტაციო კამპანიისთვის 60 დღე არის გამოყოფილი.
კონსტიტუციური ცვლილების მომხრეები აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის მმართველობას გაამარტივებს. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შემდეგ, მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდება. მათ მაგალითად 2017 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მასობრივი დაპატიმრებები  მოჰყავთ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სწორედ ამას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები