სამხედროებსა და ამბოხებულებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, კონგოში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ამბოხებულებსა და სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
შეტაკებებში ერთ-ერთი ტომის ბელადის, კამვინ ნსაპუს მომხრეები მონაწილეობდნენ. ნსაპუ გასული წლის აგვისტოში უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.
მისი დაღუპვის შემდეგ კონგოში შეტაკებების რეგულარულად ხდება. ბოლო დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ქვეყანაში ასობით ადამიანი დაიღუპა.
კონგოში მესამე დღეა, პრეზიდენტ ჟოზეფ კაბილას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კაბილა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არ ასახელებს.