ახალ ზელანდიაში მაშველებმა ნაპირზე გამორიყული 100-მდე ვეშაპი გადაარჩინეს (ფოტო, ვიდეო)
ახალი ზელანდიის ბუნების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა სანაპიროზე გუშინ გამორიყული 100-მდე ვეშაპის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც ბუნების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ენდრიუ ლამასონმა განაცხადა, ცხოველებმა ღამით ისევ სცადეს ნაპირზე გასვლა, თუმცა მაშველებმა ცოცხლი ჯაჭვი შექმნეს და ამის უფლება არ მისცეს.
პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ზელანდიის სანაპიროზე 416 გარიყული ვეშაპი აღმოაჩინეს. მაშველების მისვლის დროს 300-მდე ვეშაპი უკვე დაღუპული იყო.
ეს ვეშაპების თვითმკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი შემთხვევაა, რომელიც ახალ ზელანდიაში დაფიქსირდა.