ანგოლის სტადიონზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
ანგოლის ქალაქ უიჟეში, ერთ-ერთ სტადიონზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ჭყლეტაში მოყოლილი ათობით ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ფანები ორი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის, “Santa Rita de Cassia” და “Recreativo de Libolo”-ს მატჩზე მოხვედრას ცდილობდნენ.
ანგოლის პრეზიდენტმა, ჟოზე ედუარდუ დუშ სანტოშმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და შესაბამის ორგანოებს მომხდარის გამოძიება დაავალა.