ფილიპინებზე მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ექვსი ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა ფილიპინებზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მიწისძვრა ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მოხდა და მისმა მაგნიტუდამ 6,5 შეადგინა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, პირველი მიწისძვრის შემდეგ კიდევ 100-მდე განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სურიგაოს პროვინციის დედაქალაქიდან 14 კილომეტრში მდებარეობდა. იქ ასობით სახლი დაზიანდა, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.