ტრამპი ახალი საიმიგრაციო ბრძანებულების ხელმოწერას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი საიმიგრაციო ბრძანებულების ხელმოწერას გეგმავს. ის კვლავ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში ჩასვლის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ფლორიდაში გამგზავრების წინ, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აკრძალვის რეალიზების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. პრეზიდენტი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„ჩვენ ამ დავას მოვიგებთ, პრობლემა ის გახლავთ, რომ ამას, შეიძლება, დიდი დრო დასჭირდეს, თუმცა ჩვენ სხვა ვარიანტებიც გვაქვს, მათ შორის, ახალი ბრძანებულების გამოცემა“, – განაცხადა ტრამპმა.
ჯერჯერობით უცნობია, რით იქნება ახალი ბრძანებულება განსხვავებული ძველისგან. როგორც ტრამპმა განაცხადა, „მისი ტექსტი პრაქტიკულად წინა ბრძანებულების იდენტური იქნება“.