ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ფილიპინებზე დღეს 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ ტალისაიდან 2 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
დაღუპულთა, დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიწისძვრას ცუნამი არ მოჰყოლია.