ჩავუშოღლუ – რუსეთის შემადგენლობაში ყირიმს თურქეთი არასოდეს აღიარებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმს თურქეთი არასოდეს აღიარებს, – ამის შესახებ ჩავუშოღლუმ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყირიმის უკანონო ანექსიას არასოდეს ვაღიარებთ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა მხარი დაუჭიროს ყირიმელ თათრებს „იმის მიუხედავად სად იმყოფებიან ისინი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები