ირანში ანტიამერიკული აქციები გაიმართა (ვიდეო)
ასიათასობით ირანელმა დღეს ისლამური რევოლუციის 38 წლის იუბილე აღნიშნა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” იუწყება.
აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. მათ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პორტრეტებს ფეხებით გადაუარეს.
თეირანში გამართულია ქციის მონაწილეები ყვიროდნენ „სიკვდილი ამერიკას“. ასევე მათ დონალდ ტრამპის ფიტულები დაწვეს.
თეირანში აქციის მონაწილეებს ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მიმართა. მან განაცხადა, რომ ისლამურ რესპუბლიკას მუქარა ვერ შეაშინებს და „ომის გამჩაღებლებს საკადრის პასუხს გასცემს. „ვინც ირანს დაშინების ენით ესაუბრება, ამას ძალიან ინანებს“ – განაცხადა რუჰანიმ.