ასადი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-სთან თანამშრომლობისთვის მზად არის

სირიის ხელისუფლება, შესაძლოა, დათანხმდეს საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების განთავსებას ტერორისტულ დაჯგუფებასთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა Yahoo News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ასადის თქმით, ამისთვის ვაშინგტონმა სირიასთან ურთიერთობები გულახდილად უნდა ააწყოს.
„თუ ამერიკელები ჩვენ პატივისცემით მოგვექცევიან და ურთიერთობებს გულახდილად ააწყობენ, ჩვენ, ბუნებრივია, მათი ჯარის განთავსებას შეიძლება დავთანხმდეთ. ასევე ამ ქვეყანამ, სირიის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს. სწორედ ასე იქცევა რუსეთი, რომლის შეიარაღებული ძალების სირიის ტერიტორიაზე იმყოფებიან’ – განაცხადა ასადმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე აშშ-სგან დამასკოსთან თანამშრომლობის არ ელოდება, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციასა და კრემლის პოზიციების დაახლოების შემთხვევაში აშშ-სთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები