ამერიკელმა და ლატვიელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მსვლელობა მოაწყვეს (ვიდეო)

150-მა ამერიკელმა და ლატვიელმა სამხედრო მოსამსახურემ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მსვლელობა გამართა. მსვლელობა სამხედრო წვრთნების Bayonet Vanguard-ის ფარგლებში გაიმართა.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ მიდიან სამხედროები მწყობრად ლატვიის ქალაქ რეზეკნეს ქუჩებში. ქალაქში განთავსებულია სამხედრო ტექნიკა, მათ შორის Humvee-ის ჯიპები და ჯავშანტრანსპორტიორები.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ლატვიაში, საზღვრის გამაგრების მიზნით, 15 ამერიკული ტანკი „აბრამსი“ და „ბრედლის“ ტიპის 6 ტანკი ჩავიდა.
ბალტიისპირეთის კიდევ ერთი ქვეყანა – ლიტვა კი უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვართან ყველაზე მასშტაბური მანევრების ჩატარებას აპირებს. სამხედრო წვრთნების ზუსტი დრო და მასში ჩართული სამხედროების რაოდენობა გასაიდუმლოებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები