ავღანეთში ამერიკული ჯარის სარდალი კონტინგენტის რაოდენობის გაზრდას მოითხოვს
ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტს რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე უნდა შეემატოს. ამის შესახებ შეერთებული შტატების ძალების სარდალმა ავღანეთში, ჯონ ნიკოლსონმა განაცხადა.
ნიკოლსონი აცხადებს, რომ აუცილებელია ნატოს სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სარდალი ასევე აცხადებს, რომ სამხედრო მრჩევლების რაოდენობაც უნდა გაიზარდოს.
გენერალი მიესალმება 2017 წელს ჰელმანდის პროვინციაში 300 ამერიკელი საზღვაო ქვეითის განთავსებას, თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ საკმარისი არ არის.
ამჟამად ავღანეთში 8,5 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. კოალიციის ძალები ავღანეთში 5 ათას კაცს შეადგენს. ფორმალურად, ნატოს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში 2014 წელს დასრულდა და იქ მხოლოდ სამხედრო ინსტრუქტორები რჩებიან.