საფრანგეთში 4 პირი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

საფრანგეთის პოლიციამ, ქალაქ მონპელიეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამი მამაკაცი და ერთი 16 წლის გოგონა დააკავეს. პოლიცია ეჭვობს, რომ დაკავებულები პარიზში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ. ამის შესახებ “ბი ბი სი” იუწყება.
ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი ნივთიერება ტრიაცეტონის ტრიპეროქსიდი აღმოაჩინეს, რომელსაც დამანგრეველი ძალა აქვს.
ასეთივე ასაფეთქებელი ნივთიერება ტერორისტებმა 2015 წელს პარიზში მომხდარი ტერაქტების დროს გამოიყენეს. მაშინ დაიღუპა 130 და დაიჭრა 350 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები