ვინ არის ქალი, რომლის მოსაკლავადაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ მილიონი დოლარი დააწესა
22 წლის დანიელი სტუდენტის, ჯოანა პალანის მოსაკლავად ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ“ ერთი მილიონი დოლარი დააწესა. გამოცემა “Mirror”-ის ინფორმაციით, ჯოანა ქურთი მოხალისეების მხარეს იბრძოდა და მან სნაიპერის შაშხანით 100 ტერორისტი გაანადგურა.
ჯოანა პალანი ქალაქ რამადიში გაეროს ლტოლვილთა ბანაკში 1993 წელს დაიბადა. მისი ოჯახი წარმოშობით ირანიდან არის. ჯოანას მშობლებმა ქვეყანა 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ დატოვეს. 1990-იან წლებში ოჯახი საცხოვრებლად დანიაში გადავიდა. იქ ჯოანა პალანიმ სკოლა დაამთავრა და კოლეჯში ჩააბარა, სადაც სპორტული სროლით დაინტერესდა.
2011 წელს გოგონა სირიაში ბაშარ ასადის ძალებთან საბრძოლველად ჩავიდა. მოგვიანებით ის „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. ჯოანა ქალაქ ქობანის დაცვაში აქტიურად მონაწილეობდა.
დანიაში დაბრუნების შემდეგ, ჯოანა დააპატიმრეს, ვინაიდან ქვეყნის კანონმდებლობა სხვა ქვეყნის სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობას კრძალავს. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს.