აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი თურქეთში ჩავიდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მაიკ პომპეო თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩაფრინდა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთში პომპეოს ჩასვლას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბარი.
მაიკ პომპეო უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს. ამ შეხვედრას თურქეთის ნაციონალური სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჰაკან ფიდანი ესწრებოდა.