თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი ტერორისტი დააკავეს
თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი ტერორისტი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
გაზიანტეპის გუბერნატორის ინფორმაციით, დაკავებულები ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ისინი სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ დავალებას ასრულებდნენ.
სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.