დუშანბედან ტაშკენტში 25 წლის განმავლობაში პირველი ავიარეისი შედგა
პირველად 25 წლის განმავლობაში, დუშანბედან ტაშკენტში ავიარეისი შედგა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტაჯიკეთის ავიაკომპანია „სომონ ეარის“ ინფორმაციით, პირველი რეისი ტექნიკური იყო, ხოლო ავიამიმოსვლა 20 თებერვლიდან აღდგება.
ასევე, იგეგმება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უზბეკეთის სხვა ქალაქებთანაც.
ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის დღემდე არ იყო სატრანსპორტო მიმოსვლა. ავიამიმოსვლა 1993 წელს პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ შეწყდა.