ბრიუსელში 300 ათასადმე ადამიანს რამდენიმე საათი ელექტროენერგია არ მოეწოდებოდა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის 300 ათასამდე აბონენტს რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, დენის გათიშვა მაღალი ძაბვის ქვესადგურის ოპერატორის შეცდომამ გამოიწვია.
ავარიის შედეგად, ბრიუსელის რამდენიმე რაიონში დენი მთლიანად გაითიშა. სახლების გარდა, ელექტროენერგიის მიწოდება გარე განათებას და შუქნიშნებს შეუწყდა. დენი გაეთიშა ევროკავშირის ცენტრალურ ოფისსაც, რომელიც ბრიუსელის ცენტრში მდებარეობს.
ბელგიური მედიის ცნობით, საავადმყოფოებს და ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებს ელექტროენერგია მიეწოდებოდა.
ავარიის აღმოფხვრას დაახლოებით 2,5 საათი დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები