მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მომავალი მოქანდაკეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის ქანდაკების წრის მოსწავლეების, გიორგი გოგავასა და სოსო პავლიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
როგორც მომავალმა მოქანდაკეებმა „რეპორტიორთან” საუბარში აღნიშნეს, გამოფენილი ნამუშევრები რამდენიმე წლის განმავლობაში იქმნებოდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის თემატურად მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც მხატვრებმა და სასახლის პედაგოგებმა შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები