ტრამპმა ჩინეთის ლიდერს წერილი მისწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგას, სი ცზინპინს წერილი მისწერა. ეს ჩინეთის ლიდერისადმი ტრამპის პირველი ოფიციალური გზავნილია.
ტრამპმა სი ცზინპინს ინაუგურაციასთან დაკავშირებით მილოცვის წერილისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის „კონსტრუქციული ურთიერთობების“ იმედი გამოთქვა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლუ კანგმა ტრამპს წერილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ურთიერთობების განვითარების ერთადერთი ვარიანტია.
მანამდე, დონალდ ტრამპმა ჩინეთთან დაკავშირებით რამდენიმე ძალზე მწვავე განცხადება გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები