„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულში 45 ადამიანი მოკლა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულში 45 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. ეს ადამიანები მდინარე ტიგროსის გადაცურვას ცდილობდნენ, რათა “ბოევიკებს“ გაქცეოდნენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “The Times” იუწყება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 17 ოქტომბერს მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. მასში ერაყის შეიარაღებული ძალები, შიიტი მოხალისეები და ქურთების ფორმირებები მონაწილეობენ. შეტევაში კოალიციის ავიაციაც მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები