კენიის სასამართლომ მსოფლიოში ლტოლვილთა უდიდესი ბანაკის დახურვის პროცესი დაბლოკა

კენიის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა მთავრობის გადაწყვეტილება, მსოფლიოში ლტოლვილთა უდიდესი ბანაკის დახურვის შესახებ. ამჟამად ბანაკში 260 ათასი სომალელი ლტოლვილი ცხოვრობს.

ბანაკის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება კენიის მთავრობამ გასული წლის მაისში მიიღო. იქ მყოფი პირების გამოსახლება ერთი წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. მთავრობა ვარაუდობდა, რომ სწორედ ამ ბანაკში გეგმავდა სომალის ექსტრემისტული დაჯგუფება „აშ შაბაბი” ტერორისტულ აქტებს.
კენიის სასმართლომ დაადგინა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ჯგუფური დევნის ტოლფასია.
დადააბის ბანაკი 1991 წელს გაიხსნა. ზოგიერთი ადამიანი აქ 20 წელზე მეტია ცხოვრობს.

16651785_10207931480196498_633719097_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები