პესკოვი: რუსეთი იაპონიისთვის კურილიის კუნძულების დროებით სარგებლობაში გადაცემას არ აპირებს

“რუსეთისთვის კურილიის კუნძულების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში პუტინი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე კუნძულებზე სამეურნეო საქმიანობის დაწყებაზე შეთანხდნენ.
„მსგავსი ინფორმაციის წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია. ის სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა პესკოვმა.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მარტში ტოკიოში ორმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდი ჩატარდება, სამხრეთ კურილიის კუნძულებზე ერთობლივი სამეურნეო საქმიანობის დაწყების საკითხზე. კერძოდ, იგეგმება თანამშრომლობა ტურიზმის, მედიცინისა და თევზჭერის სფეროებში.
იაპონიაში ვიზიტის დროს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პუტინს განუცხადა, რომ კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით, ტოკიოს პოზიცია არ შეუცვლია. ამის საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიების საკითხზე “ისტორიული პინგ-პონგი უნდა შეწყდეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები