“პარიზის მეტროში ტერაქტი არ მომხდარა და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემებს”

საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, პარიზის მეტროში ოთხშაბათს საღამოს ტერორისტული აქტი არ მომხდარა და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემებს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროში აფეთქება მოხდა და არიან დაშავებულები.
პოლიციის ინფორმაციით, მეტროში „მოკლე ჩართვა“ მოხდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია და „არანაირ ტერაქტთან საქმე არა გვაქვს“.
პოლიციის ინფორმაციით, რვა ადამიანი კვამლით მოიწამლა, თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები