ჩინეთში ჩასვლის ყველა მსურველი თითის ანაბეჭდების ჩაბარების პროცედურას გაივლის

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ჩასვლის ყველა მსურველი თითის ანაბეჭდების ჩაბარების პროცედურას გაივლის. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ახალი სისტემა თავდაპირველად ქალაქ შენჩჟენის აეროპორტში ამოქმედდება. იქ ის 10 თებერვლიდან შევა ძალაში.
თითის ანაბეჭდებს 14-დან 70 წლამდე ასაკის ყველა პირი ჩააბარებს უცხოელი დიპლომატების გარდა.
ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თითის ანაბეჭდების ჩაბარების პრაქტიკა სხვა ქვეყნებში ფართოდ არის გავრცელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები