დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ევროკავშირიდან გასვლის კანონპროექტი მესამე  მოსმენით მიიღო. პარლამენტმა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი აამოქმედა, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის ამოქმედებას ითვალისწინებს.
კანონპროექტს 494-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 122-მა – წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამჟამად „ბრექსიტი“ ლორდთა პალატამ უნდა განიხილოს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნება. ამის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დაწყებას შეძლებს.

16684435_10207930516532407_1106565956_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები