„წითელმა ჯვარმა“ ავღანეთში მუშაობა შეაჩერა

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციამ ავღანეთში მუშაობა შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება წითელმა ჯვარმა მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმა მოხდა.
ოთხშაბათს, ავღანეთში წითელი ჯვრის თანამშრომლებზე ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ცნობისთვის, ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმა ოთხშაბათს ჯაუზჯანის პროვინციაში მოხდა. პოლიცია ეჭვობს, რომ თავდასხმის უკან “ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ დგანან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები