ნავალნის 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

ცნობილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის „კიროვლესის“ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ასევე, მას 500 ათასი რუბლის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, ნავალნი და მეწარმე სერგეი ოფიცეროვი სასამართლომ 10 ათასი კუბური მეტრის ხის მასალის მოპარვაში დამნაშავედ ცნო. მისი ფასი 16 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენდა.
ნავალნი და ოფიცეროვი 2013 წელს დააკავეს, მაგრამ შემდეგ სასამართლომ ისინი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები