„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ბოლო დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს სულ უფრო ხშირად აცხადებენ.
ერაყელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დროს მათ ექსტრემისტების ერთ-ერთ ბაზაზე საბუთები იპოვეს, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთიდან ჩასული ექსტრემისტები საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ. ესენია ჯანმრთელობის პრობლემები ან სამშობლოში დაბრუნების სურვილი. ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია ერაყში საფრანგეთიდან,  ბელგიიდან და სირიიდან  ჩასულ ტერორისტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები